საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 159 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

15 მარტი 2021, 10:55 831 ნახვა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 159 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ორი პაციენტი. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 328 პირი. 

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში ქვეყანაში ჩატარდა 13 730 ტესტი.

14 მარტის მონაცემებით, ​დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.16 %.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 159 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 89 შემთხვევა, აჭარა - 10, იმერეთი - 23, ქვემო ქართლი - 3, შიდა ქართლი - 12, გურია - 10, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 6, კახეთი - 3, მცხეთა-მთიანეთი - 1, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 907, საიდანაც: 1 358 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 698, აჭარაში - 139, იმერეთში - 257. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 269 პირი, მათ შორის, თბილისში - 116, აჭარაში - 23, იმერეთში - 74. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 75 პირი, მათგან თბილისში - 50, აჭარაში- 3, იმერეთში - 10. 131 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 99 - თბილისში, 30 - აჭარაში. 1 418 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი