დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ვაქცინაციაზე

14 მარტი 2021, 18:15 920 ნახვა

ვაქცინაციის შემდეგ კვლევებზე დალოდებას ურჩევს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მრევლს. მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელი ამბობს, რომ 10-ზე მეტმა ქვეყანამ კონკრეტული ვაქცინის გამოყენება შეაჩერა და ორკვირიანი დაკვირვებას ახორციელებენ იმისთვის, რომ დაადგინონ რამ გამოიწვია ლეტალური შემთხვევები და არის თუ არა კავშირში ვაქცინაციასთან.

საპატრიარქოს პრესსამსახურის განცხადებით, ყველა სასულიერო პირის მოწოდება და ქადაგება ვაქცინაციასთან დაკავშირებით, სინოდის გადაწყვეტილების ჩარჩოში უნდა ჯდებოდეს. სინოდის შეთანხმების მთავარი ნაწილი კი  არის ის, რომ ვაქცინის გაკეთება ნებაყოფლობითი უნდა იყოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი