ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 268 ახალი შემთხვევიდან აჭარაში გამოვლინდა 12. ქვეყანაში კი კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 274 ათას 989-ს შეადგენს.
დღე ღამეში ვირუსით 5 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 233 პაციენტი. 13 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1.02 % შეადგენს.