ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირი მოიგო

13 მარტი 2021, 20:43 1575 ნახვა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩოგბურთში დოჰას ტურნირის გამარჯვებულია. ყატარში დასრულებული 250 ქულიანი ტურნირის ფინალში ქართველი ფინალში ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტს შეხვდა და ორ სეტში 7:6, 6:2 დაამარცხა.

მსოფლიოს 42-ე ჩოგანმა ბასილაშვილმა რეიტინგის მე-13 ნომერს პირველი სეტი ქულა-ქულაში ეთამაშა და 7:6 მოუგო.

მეორე სეტი კი ნიკამ დამაჯერებელი ანგარიშით 6:2 წაიღო. ბასილაშვილისთვის ეს კარიერაში მეოთხე მოგებული ATP-ის ტურნირია.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში