ოპოზიციამდე 2 საათიანი შეხვედრა დანიელსონმა „ქართული ოცნების“ წევრებთან გამართა. ირაკლი კობახიძემ, არჩილ თალაკვაძემ და კახა კუჭავამ განაცხადეს, რომ დიალოგის წარმატებით დასრულებისთვის ყველაფერს გააკეთებენ. ევროპელი მედიატორი ინტენსიურ მოლაპარაკებაზეა გადასული.
კრისტიან დანიელსონი აპირებს დეტალურად გაიაროს ყველა მოთხოვნა და პოზიცია ორივე მხარისგან.დანიელსონი შეხვდა არასამთავრობო სექტორსაც. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, საქართველოში ჩამოვიდა, რათა დაეხმაროს იმ პროცესს, რომელიც ამჟამად პოლიტიკურ მხარეებს შორის მიმდინარეობს.
თავად პოლიტიკოსები კონკრეტულ წინადადებებზე საუბრისგან თავს იკავებენ. შვედმა დიპლომატმა საქართველოში ვიზიტი აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებით დაიწყო.