არჩევნების მეორე ტური – შეფასებები

31 ოქტომბერი 2016, 00:00 3633 ნახვა

სახალხო  დამცველი არჩევნების მეორე ტურის შეფასებისას გუშინ ბათუმის 58-ე უბნის გარე პერიმეტრზე მომხდარ ინციდენტს შეეხო. 'სახალხო დამცველის შეფასებით ადგილი ქონდა ჟურნალისტის საქმიანობაში ხელისშეშლას. შეგახსენებთ ახალი ამბების'' გადამღები ჯგუფი ერთ-ერთი მაჟორიტარობის კანდიდატის ჩასაწერად მივიდა, სადაც “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების კამათს შეესწრო. იყო მოწოდებები, რომ გადამღებ ჯგუფს ინციდენტი არ დაეფიქსირებინა და კამერა გამოერთო.  გუშინ  სახალხო დამცველის წარმომადგენლები 900-მდე საარჩევნო უბანზე იმყოფებოდნენ. ომბუდსმენის შეფასებით, არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა, თუმცა გარკვეული ხარვეზები გამოვლინდა. კერძოდ, დამკვირველბლებზე ზეწოლა და ჟურნალისტრ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები. ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა, კონკრეტული შეფასებისაგან თავი შეიკავა.

ამავე კატეგორიაში