ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 26 პაციენტი.
რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში 134 ადამიანი მკურნალობს, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 20, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 4 პირი.
ქვეყნის მასშტაბით, 130 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 101 - თბილისში, 25 - აჭარაში.
1 513 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში რჩება 17 ადამიანი.