სანდრო მამუკელაშვილი Big East-ის წლის საუკეთესო კალათბურთელი გახდა

11 მარტი 2021, 19:23 980 ნახვა

სანდრო მამუკელაშვილი ამერიკის სტუდენტური ლიგის კონფერენციის – Big East-ის წლის საუკეთესო მოთამაშე გახდა. სანდროსთან ერთად Big East-ის კონფერენციაში კიდევ 2 კალათბურთელი გამოარჩიეს. ესენი არიან ვილანოველი მოთამაშეები კოლინ ჟილსფაი და იერემია რობინსონ-ერლი.

ესეთი რამ კონფერენციაში პირველად მოხდა, თანაბარი ხმების გამო ერთბაშად სამი გამარჯვებული გამოვლინდა.

"ამის გაგონებაზე, მგონი, ჭკუიდან შევიშალე და ტელეფონში ვყვიროდი, ამისთვის ხომ ძალიან ბევრი ვიმუშავე. ეს ჯილდო თანაბრად გვეკუთვნის, როგორც მე, ასევე მთელს გუნდს”, - - განაცხადა 21 წლის მამუკელაშვილმა.

მამუკელაშვილი Big East-ის კონფერენციაში იმ ორ კალათბურთელს შორისაა, რომლებიც ქულებში, მოხსნებსა და პასებში საუკეთესოთა შორის იმყოფებიან.

ქართველი მეორეა ქულებში (17.8), მე-6 მოხსნებში (7.3) და მე-13 გადაცემებში (3.1). მამუკელაშვილი კარლ მელოუნის სახელობის პრიზისთვისაც იბრძვის, რომელიც ამერიკის სტუდენტური ლიგის საუკეთესო თავდამსხმელს (მძიმე ფორვარდი) გადაეცემა.

სანდრო ამ ნომინაციაში ხუთ საუკეთესო მოთამაშეს შორის მოხვდა და ფინალში გავიდა. გამარჯვებული კი 9 აპრილს გამოვლინდება.

21 წლის ქართველი კალათბურთელი, რომელიც წელს ამერიკის საუნივერსიტეტო ლიგაში ასპარეზობას ასრულებს, ბედს NBA-ს დრაფტზე ცდის, სადაც მას დიდი შანსები აქვს რომელიმე პროფესიულმა კლუბმა აიყვანოს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში