“ქართული მარში” ბათუმში დავით აღმაშენებლის ძეგლის დადგმას ითხოვს

11 მარტი 2021, 18:02 1117 ნახვა

„ქართული მარში“ ბათუმში დავით აღმაშენებლის ძეგლის დადგმას ითხოვს. მერიასთან დღეს აქცია გამართეს.  ერთ-ერთი წევრის ჯუმბერ თავართქილაძის განცხადებით, ეს გამაფრთხილებელი აქციაა და თუ მერია მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს პროტესტი უფრო მასშტაბური  იქნება.

ამბობს, რომ მათ დავით აღმაშენებლის ძეგლის დადგმა  მერიას სამი წლის წინ სთხოვეს და წერილობითაც მიმართეს, თუმცა გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტს ამ დრომდე არ მიუღია. იგი დღეს ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელ არჩილ ჩიქოვანთან  შეხვედრას ითხოვდა. მას დღეს არჩილ ჩიქოვანი არ შეხვდა და არც მერიაში უპასუხეს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი