საქართველოში კორონავირუსის 395 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 9 პაციენტი

11 მარტი 2021, 10:51 1098 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 395 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

ქვეყანაში ბოლო 24 საათში კიდევ 310 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 9 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 24 594 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 065, ხოლო პისიარტესტით – 9 529.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,61 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 1,5 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 1,83 პროცენტი.

კარანტინის რეჟიმშია 252, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 1 324 ადამიანი, ხოლო კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 133 პირი.

დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 395 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 194 შემთხვევა, აჭარა – 21, იმერეთი – 73, ქვემო ქართლი – 10, შიდა ქართლი – 28, გურია – 20, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 17, კახეთი – 27, მცხეთა-მთიანეთი – 4, სამცხე-ჯავახეთი – 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი