ეს არის დევნა, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ მეუფე სტეფანეს - ანდრია ჯაღმაიძე

08 მარტი 2021, 22:02 838 ნახვა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ჭყონდიდის ეპარქიაში, განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ მეუფე სტეფანეს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. 

მისი შეფასებით, ის რაც დღეს ეპარქიაში მოხდა, არის რეზიდენციაში შეჭრის მცდელობა.

„მსგავსი რამ არ ყოფილა საქართველოში, არ მომხდარა კომუნისტების დროიდან. ეს იყო ეპარქიის რეზიდენციაში მიმდინარე კრების დროს გარედან შეჭრის მცდელობა. მსგავსი რამ ეკლესიას თანამედროვე ეპოქაში არ ახსოვს. ეს არის გაუგონარი თავხედობა. ეს ყველა მართლმადიდებელ ქართველს, საქართველოს მოქალაქეს უნდა ეხებოდეს. ეს არის ეკლესიისა და სიწმინდის ფეხქვეშ გათელვა. მიმდინარეობდა კრება, სადაც მოხდა შეჭრა. ეს არის რეზიდენცია, რომელსაც აქვს უფლება ჩაატაროს კრება დამსწრეების გარეშე. ეს არის დევნა. ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს. ამას ვამბობ ბევრი მღვდელმთავრის სახელით“, -  განაცხადა ჯაღმაიძემ.

ანდრია ჯაღმაიძემ ინციდენტის დროს დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა.

„ძალიან ვწუხვარ მომხდარი ინციდენტის გამო, რა დროსაც დაზიანდნენ ადამიანები, მათ შორის ჟურნალისტები. ძალიან სამწუხარო ფაქტია. ვუსურვებ გამოჯანმრთელებას. იქ აივანი არის საკმაოდ ვიწრო. ჟურნალისტები აქ საერთოდ არ უნდა ასულიყვნენ. კრება მიდის და ერთი შუშა ჰყოფს აივანს და კრების დარბაზს“, - აღნიშნა ჯაღმაიძემ.

ცოტახნის წინ, მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის მედიის წარმომადგენლები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი