ჭყონდიდის ეპარქიაში ერთმანეთს მღვდელმსახურები და მრევლის ნაწილი დაუპირისპირდა. დაპირისპირების დროს ჩამოინგრა რეზიდენციის აივნის ხის მოაჯირი, რის გამოც დაშავდნენ მედიის წარმომადგენლები. ვიდეომასალა "TV პირველმა" გაავრცელა.
არსებული ინფორმაციით, ინცინდენტის შედეგად არიან დაშავებულები მათ შორის, "რუსთავი2-ის", "ტვ პირველისა" და "ფორმულას" ოპერატორები.
ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა ჭყონდიდის ეპარქიაში მიტროპოლიტი კრებას მართავდა, სადაც განიხილებოდა ორი სასულიერო პირის - დიაკვნების კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურისთვის მღვდელმსახურების შეჩერების საკითხი. მიტროპოლიტმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დიაკვნებმა ეპარქიის ახალ მღვდელმთავართან ერთად მსახურებაზე უარი განაცხადეს.