დღეიდან საქართველოში მოიხსნა კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული კიდევ სამი შეზღუდვა: გაიხსნა სამთო კურორტების საბაგირო გზები, გაიხსნა რესტორნების და კაფეების შიდა სივრცეები ბათუმის შემდეგ მთელ ქვეყანაში, არასასურსათო მაღაზიები, სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები შაბათ-კვირასაც იმუშავებენ. ასევე უქმე დღეებზე რესტორნებიც გაუმსპინძლდებიან სტუმრებს. ძალაში რჩება 21 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილებაზე შეზღუდვა.