საქართველოში კორონავირუსის 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 15 პაციენტი

08 მარტი 2021, 10:52 870 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 193 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 15 პაციენტი.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ჩატარდა 7 823 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 3 613, „პისიარ“ ტესტით – 4210

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,88%, ბოლო 14 დღის – 1,54%, ბოლო 7 დღის – 1,67%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 272 998 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 266 886 გამოჯანმრთელდა, 3 591 კი, გარდაიცვალა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი