წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში 50 მაჟორიტარული ოლქიდან 48-ში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა გაიმარჯვა. გამონაკლისია ორი ოლქი: ხაშურის #43 მაჟორიტარული ოლქი, სადაც „თოფაძე - მრეწველების“ კანდიდატი სიმონ ნოზაძე ლიდერობს და თბილისში, მთაწმინდის #1 მაჟორიტარული ოლქი, სადაც დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.