ხვალიდან კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქების მორიგი ეტაპი იწყება. 8 მარტიდან სამთო კურორტებზე საბაგიროები გაიხსნება. ბათუმის შემდეგ რესტორნების შიდა სივრცე მთელი ქვეყნის მასშტაბით განაახლებს ფუნქციონირებას.
არასასურსათო საცალო ვაჭრობა, სავაჭრო მოლები, ბაზრობები, უკვე სრული დატვირთვით შაბათ-კვირის ჩათვლით იმუშავებენ. ძალაში რჩება 21 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.