გორში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დაზიანების ბრალდებით ოთხივე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა. გორის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა გაიზიარა. ბრალდების მხარის განმარტებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2 მარტს ბრალდებულებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გორის რაიონული ორგანიზაციის ქონება დააზიანეს , რამაც 1500 ლარის ქონებრივი ზიანი გამოიწვია.