ტელეკომპანია „იმედის“ და ჰოლდინგში შემავალი არხების მაუწყებლობის გათიშვა ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გამოძიების მასალების მიხედვით დანაშაულებრივი ფაქტი არ დასტურდება.
„ტელეკომპანია „იმედის“ და ჰოლდინგში შემავალი არხების - „მაესტროსა“ და „ჯიდიესის“ მაუწყებლობის შეწყვეტასთან დაკავშირებით გამოძიებით დგინდება, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზს ტელეკომპანიის შიდა ერთ-ერთ ელექტრომოწყობილობაზე, რის გამოც მაუწყებლობა 45 წუთის განმავლობაში გაითიშა.
გამოძიების მასალების მიხედვით დანაშაულებრივი ფაქტი არ დასტურდება.
შესაბამისად, ანალოგიური საბოლოო საექსპერტო დასკვნის მიღების შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდება“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე