პირველკლასელთა რეგისტრაცია

05 მარტი 2021, 12:31 453 ნახვა

15 მარტიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება. პროცესი ოთხ ეტაპიანია. მომავალი სასწავლო წლისთვის სკოლებში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება. პირველ ეტაპზე, 15 მარტიდან 26 მარტის ჩათვლით სკოლებში დარეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ბავშვები.  მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას.რეგისტრაციის მეორე ეტაპი 27 აპრილიდან 11 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი და სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა: და-ძმაც სწავლობს იმავე სკოლაში; მშობელი/მეურვე/მზრუნველი იმ საჯარო სკოლის თანამშრომელია ან  ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. მესამე ეტაპი, საყოველთაო რეგისტრაცია  კი 13 მაისიდან დაიწყება და 5 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. კიდევ ერთი,  მეოთხე ეტაპი კი  24 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში