ქვეყნის გამოწვევაა ოკუპაცია, ეკონომიკური პრობლემები, მთავარი ძალისხმევა სწორედ მათი გადაჭრისკენ უნდა იყოს მიმართული და არა უშინაარსო პოლიტიკურ კინკლაობაზე - პრემიერი

04 მარტი 2021, 11:18 880 ნახვა

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ეკონომიკური განვითარების გეგმაზე იმუშავებს და თითოეული დარგის მიმართულებით დაიდება კონკრეტული გრძელვადიანი განვითარების დოკუმენტი.

მისივე განცხადებით მთავარი ამოცანა მოსახლეობის პრობლემების გადაჭრაზე ზრუნვა უნდა იყოს, მთავარი ძალისხმევა სწორედ აქეთ მიიმართოს და არა უსაგნო, უშინაარსო პოლიტიკურ კინკლაობაზე და ურთიერთდაპირისპირებაზე.

"ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იქნება ეკონომიკური განვითარების გრძელვადიანი გეგმის შემუშავება. დღეს, ჩვენ დავამტკიცებთ საკითხს, რომელიც ეხება კომისიის შექმნას, რომელიც უახლოესი 3 თვის განმავლობაში იმუშავებს ეკონომიკური განვითარების გეგმაზე და მაისის ბოლოს წარმოადგენს პირველად დოკუმენტს. კომისიაში მონაწილეობას მიიღებენ ყველა ის დაინტერესებული პირები, როგორიცაა კერძო სექტორის წარმომადგენლები, მოვიწვევთ მაღალი დონის ექსპერტებს, ასევე თხოვნით მივმართავთ პარლამენტს, რომ შესაბამისი დარგობრივი კომიტეტების წარმომადგენლები ჩაერთონ აღნიშნული კომისიის მუშაობაში. 

ჩვენი ამოცანა იქნება რაც შეიძლება სწრაფად თითოეული დარგის მიმართულებით დაიდოს კონკრეტული, გრძელვადიანი განვითარების გეგმა. 

ოკუპაციის შემდეგ რიგით მეორე გამოწვევა და პრობლემა ეკონომიკა და სიდუხჭირეა, სწორედ მთავარი ძალისხმევა ამ მიმართულებით უნდა მივმართოთ. მოსახლეობას ძალიან ბევრი პრობლემა აწუხებს წლების განმავლობაში ნაგროვები და ერთიანი ძალისხმევით, ძალიან სწრაფად, შემდგომი წლების განმავლობაში ამ პრობლემების გადაჭრაზე უნდა მივმართოთ ძალისხმევა და არა უსაგნო, უშინაარსო პოლიტიკურ კინკლაობაზე და ურთიერთდაპირისპირებაზე" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი