კირნათის მცხოვრებლები აქციების განახლებას გეგმავენ

03 მარტი 2021, 18:08 1033 ნახვა

კარვები შესაძლოა მალე კირნათშიც ვიხილოთ. აქ მცხოვრები რამდენიმე ოჯახი უკვე დიდი ხანია  მათ სარგებლობაში არსებული მიწების სანაცვლოდ კომპენსაციას ითხოვს. ამბობენ, რომ კირნათი ჰესის მშენებლობის გამო კომპანია „აჭარენერჯი 2007’-მა  მიწების ნაწილი გამოისყიდა, ნაწილს კი თანხა ამ დრომდე არ მიუღია.  მათ არა ერთი აქციაც გამართეს და ადგილობრივ მთავრობას 10 დღიანი ვადაც მისცეს, რომელიც უკვე ამოიწურა.

კირნათელებს კი როგორც ამბობენ, არავინ დაკავშირებია. მათი ინფორმაციით,  ტერიტორიების ნაწილი, რომელთაც სავარგულებად იყენებდნენ  რუკაზე, რაზე დაყრდნობითაც ჰესის მშენებელმა კომპანიამ  კომპენსაცია გასცა - ვერ მოხვდა.

კომპანიაში მიწის ნაწილობრივ გამოსყიდვას ყოფილი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი დაჰპირდა, რომელიც ახლა უკვე თბილისის მერის მოადგილეა.  დაპირებული თანხა კი კირნათელებს ამ დრომდე არ მიუღიათ.

ამბობენ ასევე, რომ კომპენსაციის აღებაში დახმარება წინასაარჩევნოდ ხელვაჩაურის მერმაც აღუთქვა, თუმცა  აქციების მიუხედავად ჯუმბერ ვარდმანიძე მათ არ დაკავშირებია. ხელვაჩაურის მერი ჩვენთან სატელეფონო საუბარში  ამბობს, რომ კირნათელებისთვის მსგავსი დაპირება არ მიუცია. „აჭარენერჯი 2007“-ში კი  გვითხრეს, რომ მათ მოსახლეობის ვალი არ აქვთ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში