აჭარის უმაღლესი საბჭო ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეჩერების საკითხის განხილვას იწყებს

02 მარტი 2021, 12:38 874 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭო ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეჩერების საკითხის განხილვას იწყებს.

საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი არაუგვიანეს 15 დღისა იმსჯელებს ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებებზე მანდატის შეჩერებასთან დაკავშირებით. შემდგომ უკვე საკითხი დასამტკიცებლად კენჭისყრაზე გავა.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატის შეჩერების საკითხი სესიაზე მარტშივე გაიტანენ.

დავით გაბაიძემ ოპონენტებს დღეს, კიდევ ერთხელ, მოუწოდა უარი თქვან ქუჩის აქციებზე და მუშაობა განაგრძონ საკანონმდებლო ორგანოში. უარი არ თქვან მანდატებზე, რომელიც მათ მოსახლეობამ მიანიჭა.

დღეს, აჭარის უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესია გაიხსნა. დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებამდე იყო პოლიტიკური განცხადებები. მმართველმა გუნდმა დღეს, ოპოზიცია კიდევ ერთხელ, დესტრუქციაში დაადანაშაულა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი