პირობის დარღვევის პირველი პრეცედენტი უკვე ვნახეთ დღევანდელი პიკეტირების სახით - მამუკა მდინარაძე

02 მარტი 2021, 11:07 190 ნახვა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ დღევანდელი პიკეტირებით პირობის დარღვევის პირველი პრეცედენტი უკვე სახეზეა.

"გუშინ მთელი დღის განმავლობაში შარლ მიშელი ყველა მხარეს მოუწოდებდა კონსტრუქციული მოლაპარაკებებისკენ და დღეს ამის საპირისპიროდ ვნახეთ უკიდურესად დესტრუქციული ქმედება. პირობის დარღვევის პირველი პრეცედენტი უკვე ვნახეთ დღევანდელი პიკეტირების სახით. ეს არ არის სწორი საქციელი, ეს მოლაპარაკების პოზიტიურ შედეგთან ვერ მიგვიყვანს. ეს ნიშნავს უპასუხისმგებლობას ერთის მხრიდან. ჩვენ ამის მიუხედავად მზად ვართ ბოლომდე მივყვეთ მოლაპარაკების პროცესს, რომ სახელმწიფოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მოჰყვეს პოზიტიური შედეგი. მაგრამ თუ მეორე მხრიდან გაგრძელდება დესტრუქცია და ერთი რაციონალური ნაბიჯი მაინც ვერ გადმოიდგმება შეხების წერტილები იქნება ნაკლები"-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში