“ოჩხამურისა და მუხაესტატეს საარჩევნო უბნებთან სპეცდანიშნულების მანქანებია მობილიზებული''-პეტრე ზამბახიძე

30 ოქტომბერი 2016, 00:00 2180 ნახვა

“ოჩხამურისა და მუხაესტატეს საარჩევნო უბნებთან სპეცდანიშნულების მანქანებია მობილიზებული,  სპეცსამსახურების წარმომადგენლები ამომრჩეველზე ზეწოლას ახდენენ - აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის”  წევრი. პეტრე ზამბახიძე ასევე ამბობს, რომ უბნებზე დამკვირვებლებს არ უშვებენ, მარკირებაგავლილი ამომრჩევლები კი ხელმეორედ აძლევენ ხმას,  რაც, მისი მტკიცებით,  მმართველი გუნდის მიერ მოწყობილი კარუსელია. ბრალდებებს უპასუხეს “ქართულ ოცნებაში”. გია ვოლსკიმ პეტრე ზამბახიძის მიერ დასახელებული  ფაქტები  უარყო. ვოლსკი აცხადებს, რომ რეგიონში და ზოგადად, ქვეყნის მასშტაბით არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.

ამავე კატეგორიაში