პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს

02 მარტი 2021, 10:07 658 ნახვა

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს. დაკავებას წინ პოლიციას და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა.

ადგილზე ამ დრომდე დაძაბული ვითარებაა. შესასვლელებთან მობილიზებულია აქციის მონაწილეები, რომლებსაც მოწყობილი აქვთ სირცხვილის კორიდორი.

პარლამენტის ყველა შესასვლელთან მობილიზებულია სამართალდამცველები.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 5 პირი.

დღეს ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას გეგმავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში