პარლამენტის შესასვლელთან, სადაც ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები აქციას მართავენ ხმაური იყო

02 მარტი 2021, 09:39 709 ნახვა

პარლამენტის  შესასვლელებთან  ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები აქციას მართავენ.

რამდენიმე წუთის წინ ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მცირე დაპირისპირება მოხდა.

სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებს მოუწოდეს, გზის სავალი ნაწილი გაეთავისუფლებინათ, რასაც ისინი არ დაემორჩილნენ.

დეპუტატებს პარლამენტში შესვლა სტვენისა და შეძახილების ფონზე უწევთ.

"გავრილოვის მონებო!"-ამ შეძახილებით მიმართავენ  სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები პარლამენტის წევრებს.

ისინი შენობის პიკეტირებას გეგმავენ. პარლამენტთან პერიოდულად არის მცირე შეხლა-შემოხლა.

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პარლამენტის შესასვლელებთან შეკრებილი აქციის მონაწილეები კიდევ ერთხელ შეახსენებენ ხელისუფლებას საკუთარ მოთხოვნებს. მათივე თქმით, აქცია მშვიდობიანი ხასიათის იქნება.

პარლამენტის ყველა შესასვლელთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი