სამგორის რაიონში მატარებლის ვაგონს ცეცხლი გაუჩნდა

01 მარტი 2021, 15:33 832 ნახვა

სამგორის რაიონში მატარებლის ვაგონს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის ჩაქრობას ამ დროისთვის 14 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი ცდილობს.

საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ცეცხლი დემონტაჟისთვის გამზადებულ ვაგონს გაუჩნდა, მათივე განმარტებით დაშავებული არავინ არ არის. 

"სამგორის მიმდებარედ ცეცხლი ეკიდა ცალკე მდგომ დემონტაჟისთვის გამზადებულ ერთ ვაგონს, რომელიც ფუნქციონირებამდე გამოიყენებოდა საწვავის გადასაზიდად და ახლა იდგა ჩიხში. ადგილზე 14 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა. ხანძარი ლოკალიზებულია დაშავებული არავინ არ არის", -აცხადებენ საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურში.

საქართველოს რკინიგზის განცხადებით, ისანში, საქართველოს რკინიგზის თბილისის საკვანძო სადგურში. აალდა ძველი, გამოუსადეგარი ვაგონცისტერნა, რომელშიც მაზუთის ნარჩენი იყო.

ადგილზე მუშაობენ სახანძრო სამაშველო სამსახურები.

მათივე განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამასთან უმნიშვნელოა კომპანიის ფინანსური ზიანი.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპისთვის უცნობია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი