საქართველოში კორონავირუსის 160 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 10 პაციენტი

01 მარტი 2021, 11:27 910 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 160 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში ვირუსისგან 409 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 10 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მაშტაბით ჩატარდა 17 947 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტი – 13 244, პისიარტესტი – 4 703.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 160 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 73 შემთხვევა, აჭარა - 17, იმერეთი - 33, ქვემო ქართლი - 5, შიდა ქართლი - 3, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 9, კახეთი - 6, მცხეთა-მთიანეთი - 3, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 0,89 პროცენტია, ბოლო 14 დღის – 1,9 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 1,44 პროცენტი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 253 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1 510, კლინიკურ სასტუმროში რჩება 154 პირი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში გამოვლენილია კორონავირუსის 27 0918 შემთხვევა, მათ შორის 265 523 გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 3 520-ია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი