ბათუმში მიმდინარე ჭაბუკ მოკრივეთა შორის საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა. გამარჯვებულები მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. საუკეთესო შედეგების მქონე სპორტსმენებით დაკომპლექტდა ეროვნული ნაკრები.
გუნდი ზაფხულში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. ჭაბუკ მოკრივეთა შორის საქართველოს ჩემპიონატმა სტარტი 25 თებერვალს აიღო და სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.