კერძო სკოლებს ვალდებულებები უწესდება

28 თებერვალი 2021, 15:10 3063 ნახვა

პარლამენტი  ასევე ხვალიდან იწყებს ცვლილებების განხილვას , რომლის საფუძველზეც, კერძო სკოლებს, მოსწავლისთვის ფინანსური დავალიანების გამო, სტატუსის შეწყვეტაზე ვალდებულებები უწესდებათ. პროექტის  მიხედვით,  კერძო სკოლა უფლებამოსილი იქნება, ფინანსური დავალიანების მქონე მოსწავლეს, მოსწავლის სტატუსი ფინანსური დავალიანების წარმოშობის სემესტრის დასრულებიდან მომდევნო სასწავლო სემესტრის დაწყებამდე შეუწყვიტოს.

კერძო სკოლა ასევე ვალდებული იქნება მოსწავლის სხვა სკოლაში მობილობის სურვილის შემთხვევაში, მოსწავლის პირადი საქმე და სხვა სკოლაში ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაცია გადასცეს მოსწავლის მიმღებ სკოლას მოთხოვნის მიღებიდან მომდევნო სამუშაო დღეს. აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობა კერძო  სკოლისათვის ავტორიზაციის გაუქმების საფუძველი იქნება. სტატუსშეწყვეტილი მოსწავლის სხვა კერძო სკოლაში სწავლის გაუგრძელებლობის შემთხვევაში, სამინისტრო აღნიშნული მოსწავლისთვის საჯარო სკოლაში განათლების მიღების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი