მსოფლიოში ყველაზე დიეტურად კურდღლისა და ბოცვრის ხორცი ითვლება. იგი მცირე რაოდენობით შეიცავს ქოლესტერინს, ვიდრე საქონელი ან ღორი, მდიდარია მინერალებით, ვიტამინებითა და მრავალი დაავადების შემთხვევაში ნებადართულია ავადმყოფებისათვის.
იმიტომ, რომ ბოცვერი ბაზარზე მოთხოვნადია, ფერმის გაკეთება გადააწყვეტინა შუახევში მცხოვრებ დიასამიძეებს.
მოვლა იოლი არ არის,თუმცა, როგორც ამბობენ ოჯახურმა ბიზნესმა გაამართლა.