ბადრი ჯაფარიძემ აქციაზე საზოგადოებას ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება გააცნო

26 თებერვალი 2021, 15:22 914 ნახვა

ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით მიმდინარე აქციაზე „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ საზოგადოებას ოპოზიციური პარტიების საერთო განცხადება გააცნო.

"ამ კრიზისის განსამუხტად და პროცესების მშვიდობიან კალაპოტში დასაბრუნებლად აუცილებელია, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, იმ სისტემის დაწესებით, რაც მოლაპარაკებებისას შემუშავებულ საერთო ოპოზიციურ წინადადებებშია ასახული. ეს არის საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიების მთავარი მოთხოვნა და ეს პოზიცია არ გადაისინჯება.

ახლა „ოცნების“ მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ არანაირ უკან დახევას, რეალურ ცვლილებებს არ აპირებენ, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ მშვიდობიანი, ლეგიტიმური ძალის დემონსტრირებით ივანიშვილის იძულება შესაძლებელია, ამას სჭირდება საქართველოში მშვიდობიანი, მტკიცე, მწვავე, უწყვეტი და ყოვლისმომცველი პროტესტი, ასევე თავისუფალი სამყაროს მხარდაჭერა ქართველი ხალხის არჩევანისადმი. დღეს, ჩვენ ვხედავთ თავისუფალი სამყაროს პროტესტის ზვავს „ქართული ოცნების“ თავზე, ივანიშვილის რეჟიმის ამ მასშტაბის და ასეთი მკაფიო შეფასებები დასავლეთიდან აქამდე არ მოგვისმენია. მადლობა საქართველოს მეგობრებს, ქართული საზოგადოების მხარდაჭერისათვის, მადლობა თქვენ ყველას“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი