საქართველოში კორონავირუსის 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 10 პაციენტი

26 თებერვალი 2021, 10:45 863 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში ვირუსისგან 320 პაციენტი გამოჯანმრთელდა,  გარდაიცვალა-10.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1,32 პროცენტია, ბოლო 14 დღის – 2,2 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,03 პროცენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 436 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 311 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 125 PCR ტესტით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 337 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 175 შემთხვევა, აჭარა - 17, იმერეთი - 37, ქვემო ქართლი - 15, შიდა ქართლი - 21, გურია - 13, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 33, კახეთი - 18, მცხეთა-მთიანეთი - 5, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 304 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1 542, კლინიკურ სასტუმროში რჩება 167 პირი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში გამოვლენილია კორონავირუსის  270 137 შემთხვევა, მათ შორის 264 047 გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 3 485-ია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი