Facebook-ის და Messenger-ის მუშაობაში შეფერხება ფიქსირდება. მომხმარებლების ნაწილი საიტისა და აპლიკაციების გამოყენებას ვერ ახერხებს.
ინტერნეტპლატფორმა Downdetector-ის ინფორმაციით, მომხმარებელთა 56%-ს გზავნილების მიღების პრობლემა აქვს, 32% სერვერს ვერ უკავშირდება, ხოლო 11% მესენჯერში შესვლის სირთულეებზე მიუთითებს.
კომპანიას შეფერხებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.