დავით ზალკანიანი და ივანე მაჭავარიანი ვიცე-პრემიერები იქნებიან

25 თებერვალი 2021, 11:08 696 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე, ორი ვიცე-პრემიერი დაასახელა, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი.

„ჩვენ დღეიდან გვეყოლება ორი ვიცე-პრემიერი, ბატონი დავით ზალკალიანი და ივანე მაჭავარიანი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

დავით ზალკანიანს აღნიშნული თანამდებობა მთავრობაში მანამდეც ეკავა, ხოლო მაჭავარიანმა პოზიციაზე მაია ცქიტიშვილი შეცვალა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში