ხვალიდან საქართველოს მასშტაბით შეზღუდვების ნაწილი იხსნება

24 თებერვალი 2021, 14:21 8496 ნახვა

საქართველოს პრემიერი-მინისტრის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალსიწინებით, ხვალიდან რიგი შეზღუდვები იხსნება.

"25 თებერვლიდან სამთო კურორტებზე გაიხსნება სასტუმროები, ხოლო 8 მარტიდან სამთო კურორტებზე გაიხსნება საბაგიროები;

25 თებერვლიდან ამოქმედდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი;

ბათუმში1 მარტიდან რესტორნების შიდა სივრცეები განაახლებენ ფუქციონირებას, სხვა ქალაქებში კი 8 მარტიდან;

ძალაშია 21:00 დან 05:00-მდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა;

1 მარტიდან განახლდება კონფერენცია და ტრენინგები;

1 მარტიდან მუშაობას განაახლებენ მუზეუმები და ბიბლიოთეკები;

1 მარტიდან ფუნქციონირებას განაახლებენ საბავშვო ბაღები;

1 მარტიდან  უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ;

15 მარტიდან კი განახლდება სასწავლო პროცესის აუდიტორიებში ჩატარდება;

15 მარტიდან განახლდება სასკოლო წრეებიც;

​15 მარტიდან სპორტული დარბაზები განაახლებენ ფუნქციონირებას;

თეატრები, სპორტული კლუბები, რეპეტიციების და ვარჯიშების განახლებას შეძლებენ 15 მარტიდან, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას თეატრალური წარმოდგენებით და მაყურებლის დასწრებით 1 აპრილიდან.

არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, როგორც მოლები, ისე ბაზრობები მუშაობას განაახლებენ 8 მარტიდან"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი