ნიკა მელია პარტიის შტაბბინაში დააკავეს - წერს ბი-ბი-სი. მისი მხარდამჭერები პოლიციამ ცრემლსადენი გაზით დაშალა, ოპოზიციური პარტიის ლიდერი კი სპეცრაზმმა შენობიდან საბოლოოდ ძალით გამოიყვანა. ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება ალ-ჯაზირაც.
,,პოლიცია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ოფისში შეიჭრა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომიდან რამდენიმე დღის შემდეგ მაინც დააკავა იგი. ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ გამწვავდა, რაც პრემიერი გახარია არ დაეთანხმა ცნობილი პოლიტიკოსის დაპატიმრების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას.“ ალ-ჯაზირა ევროკავშირისა და აშშ-ის პოზიციასაც აქვეყნებს.
საერთაშორისო მედიის გამოხმაურებები საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე.