ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა სახანძრო-სამაშველო სამსახურის ერთი ბრიგადა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.