დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატების შესარჩევად კენჭისყრა 6-ივე ოლქში მიმდინარეობს. ერთმანეთს მხოლოდ ''ქართული ოცნებისა'' და ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' კანდიდატები უპირისპირდებიან. სწორედ ამ ორი პარტიის წარმომადგენლებმა მოიპოვეს წინა ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებს შოროს საუკეთესო შედეგი.