1921 წელს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლებში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპულ იუნკერთა მემორიალთან თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. კოჯორში მემორიალთან შეკრებილებს ტექნიკისა და შეიარაღების დათვალიერების საშუალებაც მიეცა. მოგვიანებით, ღონისძიების მონაწილეებმა იუნკერ შალვა ერისთავის დაღუპვის ადგილიც მოინახულეს.