აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ყურადღება უნდა დაუთმოს აგრესიულ ტონს ნიკა მელიას წინააღმდეგ​ - ჟიგიმანტას პავილიონისი

22 თებერვალი 2021, 11:39 735 ნახვა

ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ენთონი ბლინკენს მოუწოდებს, ყურადღება დაუთმოს ნიკა მელიას წინააღმდეგ აგრესიულ და ავტოკრატიულ ტონს.

ამის შესახებ ჟიგიმანტას ჰავილიონისმა ტვიტერის ანგარიშზე გამოაქვეყნა.

„ყველა პოლიტიკურმა პარტიამ (გარდა „ქართული ოცნებისა“) დღეს საჯაროდ განაცხადა თავისი გულწრფელი ვალდებულება მშვიდობიანი დიალოგის შესახებ. ტრანსატლანტიკური დემოკრატიული ქვეყნების საზოგადოებამ, მდივანმა ბლინკენმა ყურადღება უნდა დაუთმოს აგრესიულ, ავტოკრატიულ ტონს და შესაძლო ქმედებებს ქართული ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას წინააღმდეგ”, – განაცხადა პავილიონისმა.

გუშინ ჟიგიმანტას პავილიონისი შეხვდა ოპოზიციის წარმომადგენლებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს. 

16 თებერვალს, პროკურატურის მიმართვის შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი