პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამია,რომ სახელმწიფომ თავი უნდა შეიკავოს, იმგვარი ქმედებებისგან, რომელიც კიდევ უფრო გაამწვავებს არსებულ მდგომარეობას და ხელს შეუწყობს საპროტესტო აქციების უმართავ რეჟიმში გადასვლას.
ორგანიზაცია პროცესში ჩართულ მხარეებს მოუწოდებს, გამოიყენონ ყველა საშუალება და უზრუნველყონ შეკრების უფლების მშვიდობიან გარემოში რეალიზება.