,,საერთაშორისო გამჭვირვალობა” პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

21 თებერვალი 2021, 15:23 734 ნახვა

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ეხმაურება დღეს პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს, სადაც პოლიციის თანამშრომლებმა სამოქალაქო აქტივისტებს კარვის განთავსების შესაძლებლობა არ მისცეს და რამდენიმე აქტივისტი დააკავეს.

პოლიციელების მიერ მოქალაქეთა პროტესტის საჯაროდ გამოხატვის, მათ შორის კარვის ან მსგავსი დროებითი კონსტრუქციის განთავსების, ხელშეშლა უკანონოა და არღვევს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ შეკრების თავისუფლებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში