ავარიულ სახლში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

19 თებერვალი 2021, 13:06 3414 ნახვა

ჯავახიშვილის 78 ნომერში ხუთსართულიანი სახლის კედლის ნაწილი  ჩამოიშალა. მოსახლეობის თქმით,  კორპუსზე ბზარები ყოველდღიურად იზრდება, რის მიზეზადაც 2018  წელს დაწყებულ მშენებლობას ასახელებენ. ადგილობრივების განცხადებით სამი წლის წინ  ამხანაგობამ ინვესტორის დახმარებით სახლზე მიშენება დაიწყო. გვიყვებიან, რომ  კორპუსის  შესასწავლად ამხანაგობამ გეოლოგებთან ერთად  ექსპერტებიც მოიწვია.  სპეციალისტების დასკვნების მიხედვით შენობას   გამაგრება სჭირდება.ამბობენ, რომ  მიმართეს მერიას, თუმცა მათი თქმით,  საკრებულოს სხდომაზე საკითხის განხილვის შემდეგ,  მერიამ ამხანაგობა პროექტის დარღვევის გამო  3 ათასი ლარით დააჯარიმა.  როდის მოხდება ავარიული სახლის გამაგრება და აქვს  თუ არა მერიას ბიუჯეტში საკასმრისი თანხა, თვითმმართველობაში  სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ,  პირად საუბარში  კი განმარტავენ,  რომ მერიას აღნიშნული სახლი არ ჩაუბარებია და შესაბამისად ჩაუბარებელ კორპუსზე  სამუშაოებს ვერ განახორციელებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი