ქობულეთის საკრებულო ორი წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის პროცედურას იწყებს

19 თებერვალი 2021, 13:03 1086 ნახვა

ქობულეთის საკრებულო ორი წევრისთვის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის პროცედურებს იწყებს. საკითხს დღეს იურიდიული კომისიის სხდომაზე განიხილავენ.

უფლებამოსილება ბონდო თედორაძესა და მამული სურმანიძეს უნდა შეუწყდეს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ მიზეზი საკრებულოს წევრების მიერ სხდომების გაცდენებია. პროცედულად, თუ საკრებულოს წევრს უფლებამოსილება შეუწყდება, მის ადგილს საკრებულოში პარტიული სიით მომდევნო წევრი დაიკავებს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი