ბათუმის მერიის სოციალური დაცვის პროგრამებში სიახლეა

19 თებერვალი 2021, 10:40 19312 ნახვა

სოციალური დაცვის მიმართულებით პროგრამებში, რომელსაც ბათუმის მერია ახორციელებს სიახლეა. მატერიალური დახმარების პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციარები ყოველთვიურ დახმარებას გაზრდილი ოდენობით მიიღებენ.

"ერთი ახალი კომპონენტი დაემატა მატერიალური დახმარების პროგრამას რაც გულისხმობს 0-დან 100 000 ქულის ჩათვლით სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში რეგისტრირებული 1 დან 2 წლამდე ბავშვებისათვის ყოველთვიური მატერიალური დახმარების გაცემას 50 ლარის ოდენობით, გარდა ამისა იგივე კატეგორიის 0-დან 1 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის ყოველთვიური მატერიალური დახმარების ოდენობა გაიზარდა 60 ლარიდან 90 ლარამდე"-განაცხადა ლელა სურმანიძემ.

ბათუმის მერია სოციალური დაცვის მიმართულებით 2021 წელს შემდეგ პროგრამებს ახორციელებს:

• კომუნალური მომსახურების საფასურის სუბსიდირება

• მოწყვლადი სოციალური კატეგორიების მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფა

• მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის სუბსიდირება

• მზრუნველობას მოკლებულ ბენეფიციართა მოვლა-პატრონობა და მოვლის საჭიროების მქონე პირთა დახმარება

• მუნიციპალური უფასო სასადილოს მომსახურება

• დროებითი ღამის თავშესაფრით სარგებლობა

• მოწყვლადი სოციალური კატეგორიებისათვის მინიმალური სოციალური პირობების შექმნა

• შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ასისტენტით მომსახურება აღნიშნულ პროგრამებს მერია წლების განმავლობაში ახორციელებს,თუმცა წელს გარკვეულ პროგრამებში სიახლეებია. მათ შოროსაა ყოველთვიური მატერიალური დახმარების პროგრამა. აღნიშნული პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარები ამჯერად ყოველთვიურ ფონანსირ დახმარებას გაზრდილი ოდენობით მიიღებენ.

სოციალური დაცვის პროგრამების ნაწილში ბენეფიციარების ჩართვა ხორციელდება სოციალური მომსახურების სააგენტოდან მოწოდებული ბაზების საფუძველზე, ხოლო რიგ მატერიალური დახმარების პროგრამაში ჩასართველად ბენეფიციარებმა უნდა მიმართონ მერიის კანცელარიას.

დამატებითი ინფორმაციის მისღებად მუშაობს ცხელი ხაზი: 0 800 000 810

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში