შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ღარიბაშვილი პრემიერი გახდება - მდინარაძე

18 თებერვალი 2021, 17:35 637 ნახვა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ გუნდში ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას მხარდაჭერა აქვს და ის პრემიერ-მინისტრი გახდება. 

''საქართველოს პარლამენტში ღარიბაშვილს მხარდაჭერა გარანტირებული აქვს. უმრავლესობა, ფრაქცია ''ქართული ოცნება'' იყო შეკრებილი და მივიღეთ გადაწყვეტილება. შესაბამისად შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ღარიბაშვილი პრემიერი გახდება. აქ კითხვის  ნიშნები არ არის. ეს არის ფაქტობრივად გადაწყვეტილი, იმიტომ რომ შეხვედრაზე დაფიქსირდა სრული მხარდაჭერა. 

არავის არაფერი დაუბარებია. მე მგონია რომ სპეკულაციურია იმ ადამიანზე  საუბარი, რომელიც პოლიტიკიდან დისტანცირებულია. არა მხოლოდ ჩვენი პარტიისგან და ჩვენგან, ზოგადად ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან დისტანცირებულია. 

ვერანაირი სპეკულაცია ვერ გადაწონის სიმართლეს, მათ შორის იმას, რომ გუნდმა დღეს ერთხმად გადაწყვიტა, რომ ღარიბაშვილი ყოფილიყო კანდიდატი'' - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში