არსებული სახიფათო ვითარება გამომდინარეობს საარჩევნო და სასამართლო სისტემის მრავალწლიანი პრობლემებიდან - აშშ-ს საელჩო

18 თებერვალი 2021, 10:15 740 ნახვა

არსებული სახიფათო ვითარება, რომელიც ნიკა მელიას სასამართლო გადაწყვეტილებას მოჰყვა გამომდინარეობს საარჩევნო და სასამართლო სისტემის მრავალწლიანი პრობლემებიდან - ნათქვამია საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.

განცხადება საელჩომ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა, სადაც ის ხაზს მშვიდობიანი მოლლაპარაკების აუცილებლობაზე ამახვილებს.

"აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავება ამ დილით. არსებული უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაჭრის გზა მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკებებია. მოვუწოდებთ ყველას, შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავიდან აიცილონ ძალადობა"-წერია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში