პოლიციის წარმომადგენლები „ნაციონალური მოძრაობის" ოფისში არ შეუშვეს, რის შემდეგაც მათ ტერიტორია დატოვეს

18 თებერვალი 2021, 09:41 682 ნახვა

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან ნიკა მელიას ადვოკატი მივიდა. დიმიტრი საძაგლიშვილმა სთხოვა გამომძიებელს ვინაიდან ის წარმოადგენდა მელიას ინტერესებს სასამართლოში გადაცემოდა განჩინება, თუმცა ამაზე გამომძიებელი არ დათანხმდა.

გამომძიებელმა საძაგლიშვილს მოთხოვნაზე უარი განუცხადა და განუმარტა, რომ ადვოკატს განჩინება გადაეცემა სასამართლოს მხრიდან.

პოლიციის წარმომადგენლები „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში არ შეუშვეს, რის შემდეგაც მათ ტერიტორია დატოვეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი