მზად ვარ ჩემი ხელფასი ნიკა მელიას გირაოსთვის გადავრიცხო - ელისაშვილი

16 თებერვალი 2021, 12:38 832 ნახვა

ალეკო ელისაშვილის თქმით, ის მზადაა ხელფასიდან ნიკა მელიას გირაოსთვის თანხა გადარიცხოს.

'' გასაგებია, რომ ისინი აპირებენ, დააკმაყოფილონ პროკურორის მოთხოვნა და უფლებამოსილება შეუჩერონ ნიკა მელიას. ჩვენ ამას მხარს არ ვუჭერთ, რადგან, სიმართლე გითხრათ, არ არის სწორი, ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელს, ვინც უნდა იყოს, როგორც არ უნდა გულზე გეხატებოდეს, როგორც არ უნდა მოგწონდეს, ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელისთვის იმუნიტეტის შეჩერება არ არის ნორმალური.

რაც შეეხება ნიკას, ამას წინათ ეთერში მე მომმართა და თქვა, რომ ერთხელ გირაო გადავიხადე, ახლა კიდევ დამაკისრესო და ამდენი თანხა არ მაქვს ნამდვილად, რომ მეორეჯერ გირაო გადავიხადოო. გასაგებია, 30 000 ლარი, ზედმეტი ორჯერ 30 000 ლარი არავის აქვს, მეც არ მაქვს სიმართლე რომ გითხრათ, მით უმეტეს, ნიკასადმი ჩემი ადამიანური დამოკიდებულების გათვალისწინებით, აქ ხელფასი ჯერ არ ჩამრიცხვია და მზად ვარ, რომ ჩემი ხელფასი გადავრციხო. ეს 30 000 ლარი არ არის, სიმართლე გითხრათ, არც ვიცი, რამდენია, მაგრამ მე, ადამიანურად მზად ვარ. არა იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გულზე მეხატება. დღეს რასაც ვლაპარაკობ და რასაც ყველანი განვიცდით, პოლიტიკურ მართლმსაჯულებას და იმას, რომ აბსურდული ბრალია წარდგენილი, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ შექმნილი სისტემის შედეგი და ეს კაცი აქ, პროკურატურის წარმომადგენელი რომ ლაპარაკობს, ,,ნაციონალურმა მოძრაობამ'' რაც ასწავლა, იმას ლაპარაკობს“, – განაცხადა ელისაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი